Dinamo Zagreb 3-0 Tottenham (3-2 Agg): Jose Mourinho's Men Dumped Out By Mislav Orsic Hat-trickვუყურებდი ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრას და საკუთარი თავი შემეცოდა.

ქართული ფეხბურთის ყველა ქომაგი შემეცოდა, უკვე რამდენი წელია, ღარიბი მეზობლის ბავშვივით ღობის გადაღმიდან რომ ვადევნებთ თვალს სხვის ეზოში გაშლილ ლხინის სუფრას.

არ გვიშვებენ: ჯერ პატარები ხართ და ვიდრე წამოიზრდებით, თქვენივე ორღობეში კოჭი გააგორეთო.

გაბრაზებული კაცის ნაწერად არ მოგეჩვენოთ. უფრო გულის დაწყვეტაა. იმ ლხინზე, ჩვენ რომ ვერ ვეღირსეთ, თავის დროზე ბელორუსების „ბატეც“ მოხვდა, აზრბაიჯანელთა „ყარაბახიც“ და აგერ, ახლა ტირასპოლის „შერიფი“, რომლის დირექტორიც რა ხანია ვაჟა თარხნიშვილი გახლავთ, გორელი კაცი, ვინც ფეხბურთელის კარიერა სწორედ „შერიფში“ დაასრულა და ხელმძღვანელობის თხოვნით სამუშაოდ იქვე დარჩა.

ვერავინ იტყვის, „შერიფს“ გაუმართლაო. შედარებით მომცრო „ტეუტას“ და „ალაშკერტის“ გავლის შემდეგ, მოლდოველებმა ჯერ სერბული „ცრვენა ზვეზდა“, მერე კი ხორვატული ზაგრების „დინამო“ ჩამოიშორეს ლიგის ჯგუფური ეტაპისკენ მიმავალ გზაზე.

8 საკვალიფიკაციო შეხვედრაში გუნდმა 14 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 გაუშვა.

ახლა იმას არ იკითხავთ, რა გუნდებს უმასპინძლებენ ჯგუფში? „ინტერი“, „რეალი“ და „შახტარი“ – დაუვიწყარი საფეხბურთო ზეიმი!

ჩვენ?

ბათუმის „დინამოსგან“ კონფერენციათა ლიგაში „ბატეს“ ძლევით უნდა ვინუგეშოთ თავი. ქართული კლუბების გოლთა ბალანსს აღარც შეგახსენებთ. მოლოდინი, რომ კონფერენციათა ლიგაში ჩვენების ბურთაობით მაინც შევიქცევდით თავს, უსაფუძვლო აღმოჩნდა.

იქ, სადაც ჯგუფურ ეტაპზე („ალაშკერტს“ და „ყარაბახს“ ვინ ჩივის) გიბრალტარის „ლინკოლნი“ მოხვდა, ჩვენი ადგილი არ მოიძებნა. ზოგმა ისიც თქვა, დიდი საქმე, – ეგ კონფერენციათა ლიგა ხურდა ტურნირიაო. რა ვიცი, ვის და რატომ ეხურდაცება თვალში „რომა“, „ტოტენჰემი“, „ფეიენოორდი“ და ბევრიც სხვა სოლიდური გუნდი.

შეიძლება იყოს 2 ადამიანი, ადამიანები სპორტით არიან დაკავებული, მდგომარე ადამიანები და ბალახი-(ი)ს გამოსახულებაევროტურნირები უნარ-ჩვევების ტესტივითაა. წლიდან წლამდე ვერ ვაბარებთ და ჯიუტად არც არაფერს ვსწავლობთ.

პირველი პასუხისმგებელი ამ სიჯიუტეზე ფეხბურთის ფედერაციაა. რა გახდა პროფლიგის ჩამოყალიბება? სად არის ასე ომახიანად დაპირებული გერმანული მოდელი? რატომ არსებობენ კერძო კლუბები სახელმწიფო დოტაციის იმედად?

კითხვა ბევრია. ლამაზი სიტყვებით უეფას საკლუბო რეიტინგში 47-ე ადგილი ვერ გამართლდება. ჩვენს უკან მხოლოდ 8 მაჩანჩალაა.

პოსტსაბჭოთა სივრციდან ესტონეთსღა ვუსწრებთ, სადაც ფეხბურთს დურგლები, ექიმები, მასწავლებლები და ბარმენები მხოლოდ თავისუფალ დროს თამაშობენ.

თითქოს გული მოვიოხე ამ რამდენიმე წინადადებით.

არადა, რა შანსია, სიტუაცია კარდინალურად შეიცვალოს? რა გითხრათ, რით გაგახაროთ?