უეფამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები დაასახელა. საზეიმო ცერემონიალი სტამბოლში გაიმართა.
წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის წოდებისთვის გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის, ლონდონის „ჩელსის“ ორი ფეხბურთელი ჟორჟინიო და ნგოლო კანტე, ასევე ფინალისტის, „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი იბრძოდნენ. უეფამ საუკეთესოდ ჟორჟინიო დაასახელა.
სეზონის საუკეთესო მწვრთნელად კი, ჩელსის გერმანელი თავკაცი თომას ტუხელი იქნა მიჩნეული.
უეფას წლის რჩეულები გახდნენ:
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: ალექსია პუტელიასი (ბარსელონა);
საუკეთესო მამაკაცი მეკარე: ედუარდ მენდი (ჩელსი);
საუკეთესო ქალი მეკარე: სანდრა პანიოსი (ბარსელონა);
საუკეთესო მამაკაცი მცველი: რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი);
საუკეთესო ქალი მცველი: ირენ პარედესი (პსჟ);
საუკეთესო მამაკაცი ნახევარმცველი: ნგოლო კანტე (ჩელსი);
საუკეთესო ქალი ნახევარმცველები: ალექსია პუტელიასი (ბარსელონა);
საუკეთესო მამაკაცი თავდამსხმელი: ერლინგ ჰალანდი (დორტმუნდი);
საუკეთესო ქალი თავდამსხმელი: ჯენი ერმოსო (ბარსელონა);
საუკეთესო ქალი მწვრთნელი: ლუის კორტესი (ბარსელონა);
უეფას პრეზიდენტის ჯილდო: კოპენჰაგენის გმირები (დანიის ნაკრები)