კრიშტიანუ რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდეში ტურინში ჩაფრინდა „იუვენტუსის“ ბოსებთან მოსალაპარაკებლად.
მენდეშის მიზანია, ტურინელები რონალდუს უფასოდ გაშვებაზე დაიყოლიოს, ანაც ტრანსფერში მოთხოვნილი 25 მილიონი ევრო მნიშვნელოვნად შეამცირებინოს.
დიდი მკითხაობა არაა საჭირო – ერთადერთი კლუბი, რომელიც 35 წლის პორტუგალიელით სერიოზულად არის დაინტერესებული, „მანჩესტერ სიტი“ გახლავთ.
ინგლისელები მზად არიან, რონალდუს ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმონ და წლიურად 15 მილიონი ევრო უხადონ.