ფეხსაც არ მოვიცვლი!

Home აქეთურ-იქითური ფეხსაც არ მოვიცვლი!
ფეხსაც არ მოვიცვლი!

სამუელ უმტიტი: თუ პანღურით არ გამაგდეს, "ბარსელონადან" არ წავალ„ბარსელონა“ ჯერაც ღრმა კრიზისშია. ნახევარმილიარდიანი კრედიტი კარგია, მაგრამ თუ ესპანურმა გრანდმა უზომოდ გაბერილი სახელფასო უწყისი არ შეამსუბუქა, არაფერი გამოვა.

ამჯერად საქმე სამუელ უმტიტის ეხება. 27 წლის ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი ხუთი წელიწადია „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ. მაგალითად, წინა სეზონში სამუელს სულ 13 შეხვედრა დაუგროვდა (ხუთ სეზონში – 90).

„ბარსელონა“ მზად არის, ფრანგი უსასყიდლოდ გაუშვას ნებისმიერ მსურველ კლუბში და მისი სოლიდური ხელფასისგან გათავისუფლდეს. მსურველები მყისვე კი გამოჩნდნენ, მაგრამ უმტიტის პასუხი კატეგორიული იყო:

„არ ვაპირებ კონტრაქტის ამოწურვამდე გუნდიდან წასვლას. გავაგრძელებ ბრძოლას ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად“.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".