„ტოტენჰემმა“ ჩინებულად დაიწყო პრემიერლიგის ახალი სეზონი – ორივე მატჩი მოიგო: ჯერ შინ, მოქმედ ჩემპიონ „მანჩესტერ სიტის“ აჯობა ( 1:0), კვირას კი სტუმრად ასევე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა „ვულვზი“. ადრეულო გოლი პენალტით დელე ალიმ გაიტანა.
72-ე წუთზე კი კორეელი სონის მაგიერ მინდორზე „უძღები შვილი“ ჰარი კეინი გამოჩნდა. „მოლინიუს“ სტადიონზე ჩასული „ტოტენჰემის“ ქომაგები ტაშით შეეგებნენ კაპიტანს, ჰარიმაც საფინალო სასტვენის შემდეგ, ზრდილობიანი ჟესტით უპასუხა მათ.
დეზების ახალმა მწვრთნელიმა, ნუნუ ესოირიტო სანტომ, რომელიც სწორედ „ვულვზიდან“ გადაბარგდა ჩრდილოლონდონში, მადლობა გადაუხადა კეინს მოგებაში დახმარებისთვის. თუმცა პორტუგალიელ სპეციალისტს არაფერი უთქვამს მისი მომავლის შეახებ. კეინს ხომ „სიტი“ დღემდე დასტრიალებს თავს. ეგ კი არა, ნუნუს ისიც არ გაუმხელია, ითამაშებს თუ არა მათი ლიდერი კონფერენს ლიგის საპასუხო მატჩში „პასუშ დე ფერეირას“ წინააღმდეგ 26 აგვისტოს.