მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიის ბუნდესლიგის მე-2 ტურში „კიოლნი“ 3:2 დაამარცხა.
ეს ზედიზედ 74-ე მატჩი იყო ყველა ტურნირში, რაც „რეკორდმაისტერს“ მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია.
ამით გერმანელებმა „რეალის“ რეკორდი დაამხეს, რომელმაც 2016-2017 წლების სეზონში 73-მატჩიანი სერია გამოაცხო.
იმ 73 შეხვედრაში ესპანელებმა სულ 200 გოლი მიითვალეს. რაც შეეხება „ბაიერნს“, გუნდმა 74 შეხვედრაში 214-ჯერ გაიტანა, საიდანაც 72 შედეგიანი დარტყმა პირადად რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზეა.
ბოლოჯერ „ბაიერნთან“ შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა „ლაიფციგმა“ ბუნდესლიგის შეხვედრაში 2020 წლის 9 თებერვალს მოახერხა.