საქართველოს ნაკრები უახლოესი სამი მატჩისთვის მზადებას იწყებს. ჩვენები, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისთვის 2 სექტემბერს ბათუმის ახალ სტადიონზე კოსოვოს დაუხვდებიან; შემდეგ, 5 სექტემბერს ქალაქ ბადახოსში, ესპანეთს ესტუმრებიან; 8-ში კი ბულგარეთში ითამაშებენ…
ეროვნული გუნდის თავკაცმა ვილი სანიოლმა ამ მატჩებისთვის 26 ფეხბურთელს უხმო, მათ შორის დებიუტანტებს: თბილისის დინამოელ საბა ხვადაგიანს, ავსტრიული ვოლფსბერგის ლუკა ლოჩოშვილს და ბათუმის დინამოელებს – სანდრო ალთუნაშვილს, ვლადიმერ მამუჩაშვილსა და გიორგი ფანცულაიას.
სანიოლის რჩეულთა სრული სია ასეთია:
მეკარეები გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)
მცველები გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)
ნახევარმცველები ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო)
თავდამსხმელები გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი ფანცულაია (დინამო, ბათუმი, საქართველო)
მოახლოებული მატჩებისთვის ეროვნული გუნდი მზადებას ბათუმშივე, 30 აგვისტოდან დაიწყებს.