„დორტმუნდის“ ნორვეგიელი ვარსკვლავი, 21 წლის ერლინგ ჰოლანდი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად არის ცნობილი, მაგრამ გერმანიის სუპერთასის დღეს, თავი სხვა მხრივაც გამოიჩინა.

სუპერთასზე „ბაიერნმა“ „შავ-ყვითლებს“ 3:1 მოუგო, თუმცა მატჩის დამთავრების შემდეგ ჰოლანდმა მოიგო მთელი გერმანიის გული.

ფორვარდმა, რომლის გადაბირების იმედი „რეალს“ ჯერაც არ გადაუწურავს, ტრიბუნაზე პატარა ნორვეგიელი ფანი შეამჩნია, რომელსაც ბანერი ეჭირა და მას სამახსოვროდ მაისურს სთხოვდა.

ჰოლანდმა პატარა ოცნება აუსრულა.