ახალ სეზონში „ბარსელონას“ ათნომრიანი ფეხბურთელი არ ეყოლება. სიცარიელე, რომელიც  კატალონიის დედაქალაქში ლეო მესის წასვლამ დატოვა, მაისურიდან რიცხვის გაქრობითაც  გახდება შესაგრძნობი.  თავიდან იყო ლაპარაკი, რომ მეათე ნომერს ფილიპე კოუტინიუს მისცემდნენ, მაგრამ იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ ათიანი საერთოდ ხელუხლებელი დატოვონ.

თუმცა, „ბარსა“ ვერ გამოაცხადებს, რომ მის გუნდში ამიერიდან ათნომრიან მაისურს არავინ ჩაიცვამს. ლა ლიგის წესების თანახმად, კლუბს ნომრის გაუქმების უფლება არ აქვს. შესაბამისად, ბარსელონელთა ფორმულირება ასეთია: ახალ სეზონში არავის ეცმება მაისურა ნომერი ათი, თუკი ეს აუცილებელი არ გახდება.

განვმარტოთ: თუ რონალდ კუმანის გუნდს გაძლიერება დასჭირდება და მთავარ გუნდში „ლა მასიადან“ ანუ კლუბის აკადემიიდან რომელიმე ყმაწვილს გადაიყვანენ, მას მიანიჭებენ მეათე ნომერს. სხვას, არავის.