See the source image„პარი სენ ჟერმენის“ შემტევი კილიამ მბაპე ამ ზაფხულს ფრანგულ კლუბს არ დატოვებს! ამის შესახებ ჯერ კლუბის სპორტულმა დერექტორმა ლეონარდომ განაცხადა, ხოლო შემდეგ თავად ფეხბურთელის გარემოცვამ დაადასტურა.

ეს ყველაფერი მადრიდის „რეალის“ წისქვილზე ასხამს წყალს, რომელსაც გაისად ხელში ხუთი ფეხბურთელის უფასოდ ჩაგდება სურს.

See the source image2022 წლის 30 ივნისს საკუთარ გუნდებთან კონტრაქტები ეწურებათ ანტონიო რუდიგერს, პოლ პოგბას, ედუარდო კამავიგას, კილიან მბაპეს და ლეონ გორეცკას.

„რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს მომავალ ზაფხულს გუნდის გადასახალისებლად რამდენიმე გეგმა კი აქვს, მაგრამ ფეხბურთელების უფასოდ დამატების პერსპექტივა მეტისმეტად ხიბლავს.

ზემოთ ნახესენები 5 ფეხბურთელის ჯამური ღირებულება სატრანსფერო ბაზარზე 400 მილიონ ევროს აჭარბებს. მბაპეს ფასი 180 მილიონამდეა, 70 მილიონი ღირს კამავინგა, 60 მილიონად აფასებენ გორეცკას, რუდიგერს დაახლოებით 25 მილიონს, ხოლო პოგბა მინიმუმ 65 მილიონად არის შეფასებული.

ეს გეგმა ბევრისთვის წარმოუდგენელი ჩანს, მაგრამ პსჟ-მ დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია – ფრანგულმა კლუბმა წლეულს ჯანლუიჯი დონარუმა, სერხიო რამოსი და ლეო მესი უფასოდ ჩაიყვანა პარიზში.