ინგლისური მედია წერს, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ „მანჩესტერის“ ფრანგ მსოფლიო ჩემპიონს, პოლ პოგბას, კვირაში ჯამაგირად 510 ათას გირვანქას (600 ათასზე ცოტა მეტი ევრო) გადაუხდის, თუკი კს მომავალ ზაფხულს პარიზულ კლუბში გადავა.
პოგბას „მანჩესტერთან“ კონტრაქტი გაისად ზაფხულს უმთავრდება და თავისუფალი აგენტი გახდება. ფრანგის მომავალს მადრიდის „რეალსა“ და „ბარსელონას“ უკავშირებდნენ, მაგრამ ფინანსური სიძნელეების გამო ტრანსფერი ვერ ხერხდება.
გაისად კი პოგბას უფასოდ ხელში ჩაგდება იქნება შესაძლებელი და პსჟ-იც კონკურენტების ჯობნას მაღალი ხელფასის შეთავაზებით აპირებს.
გასულ უქმეებზე პრემიერლიგის პირველ ტურში „მანჩესტერმა“ „ლიდსს“ 5:1 მოუგო. პოგბამ გაიბრწყინა – ოთხი საგოლე პასი გააკეთა.