სპონსორებზე დამოკიდებულება იმდენად გაიზარდა, რომ ხშირად სწორედ ისინი განსაზღვრავენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პოლიტიკას

დასაწყისი წაიკითხეთ აქ.

უახლესმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ რესპოდენტთა 62% მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კვლავინდებურად მიიჩნევს ოლიმპიადას მიმზიდველ და გამაერთიანებელ ღონისძიებად. მთლიანობაში ექსპერტები თვლიან, რომ სწრაფი აღსასრული ოლიმპიურ მოძრაობას არ ემუქრება, მაგრამ „თაობა Z“ მისგან რადიკალურ რეფორმებს ითხოვს – დაწყებული ტექნოლიგიებიდან,  პიროვნების როლის წამოწევით დამთავრებული.  უწინდელი სისტემა, რომელიც ქვეყნების ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნებისადმი და წესებისადმი სრულ მორჩილებას გულისხმობს, უფრო მოქნილმა სისტემამ უნდა ჩაანაცვლოს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ შესაცვლელია ფინანსური ნაკადების მოზიდვის სქემებიც. ახლა, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში გენერალური სპონსორობის მოძველებული სისტემა მოქმედებს. სპორტული მარკეტინგის სპეციალისტები კი თვლიან, რომ დროა, მეტი ყურადღება მიექცეს ინვესტორების ქსელის გაფართოებას ნაცვლად იმისა, რომ მთელი ყურადღება კვლავინდებურად ათამდე სუპერ-მეგა ინვესტორს დაეთმოს. სპეციალისტები თვლიან, რომ კომიტეტი უხალისოდ ურთიერთობს ნაკლებად მსხვილ ბიზნესთან, რაკი ამას მეტი ძალისხმევა სჭირდება.

ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ოლიმპიური მოძრაობის სრულ სახეცვლილებას არანაკლებ 20 წელიწადი დასჭირდება. და თუ ცვლილებების გატარება დღესვე რა დაიწყო, გრძელვადიან პერსპექტივაში 2040 წლის თამაშების ჩატარებას შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს.

ახლო პერსპექტივაში კი, ოლიმპიადების გეოგრაფია განუხრელად გადმოინაცვლებს აზიისკენ და შესაძლოა, სპარსეთის ყურისკენაც, სადაც ოლიმპიზმის სტატუსი ჯერ კიდევ მაღალია.