ნიკოლოზ ბასილაშვილი ტორონტოს მასტერს მერვედფინალში გამოეთიშა. ჩვენებური პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩთან 7:6; 4:6; 4:6 დამარცხდა. არადა, ქართველ ჩოგბურთელს კარგი შანსი ჰქონდა მეოთხედფინალში გასასვლელად – პირველი სეტი მოიგო. ბრძოლაში, ტაი ბრეიკზე.. თანაც, ბრეიკით იყო ჩამორჩენილი.
ბრეიკით ჩამორჩა ნიკა შემდეგ სეტებში, მაგრამ მათი შემობრუნება ვეღარ მოახერხა.
შეგახსენებთ, ნიკამ ჰურკაჩამდე ამერიკელი ჯენსონ ბრობსკი (2:6; 6:0; 6:4) და ავსტრალიელი ალექს დე მინაური (6:1; 6:1) დაამარცხა.