აი, ასე, სახელდახელოდ, შეუჩერებლად – ეს ინფორმაციის მიღების დღეისთვის ყველაზე გავრცელებული ფორმაა

დასაწყისი წაიკითხეთ აქ

შეერთებულ შტატებში ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ტრანსლაციას ჯამურად 17 მილიონი ტელემაყურებელი ჰყავდა. ეს 36%-ით ნაკლებია 2016 წლის რიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის მაყურებლებთან შედარებით. მეტიც, ეს ყველაზე მცირე აუდიტორიაა ბოლო 33 წლის განმავლობაში. ცხადია, ზოგ ქვეყანაში ვითარება შესაძლოა განსხვავებულიც იყოს, მაგრამ მედია მომსახურების ამერიკული ბაზარი, თავისი მსოფლიოში უმსხვილესი ტელეარხებით, აუდიტორიის ჩვევების შესაფასებლად, სანიმუშოდ აიღება ხოლმე.

ბოლო დაკვირვებები გვიჩვენებს, რომ სტრიმინგული ციფრული პლატფორმების აუდიტორია წინა ოლიმპიადასთან შედარებით 70%-ით გაიზარდა. ამასთანავე კატასტროფულად იკლებს ინტერესი პირდაპირი ტრანსლაციებისადმი.

ჩვეულებრივ, ამერიკულ ტელევიზიაში წლის ყველაზე რეიტინგული ტრანსლაცია სუპერბოულია (ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინალი). წელს კი სუპერბოულმა ბოლო 15 წელიწადში ყველაზე მცირე ტელეაუდიტორია შეკრიბა. ანალოგიური ამბავი შეემთხვათ ოსკარს, ემის, გრემის.

„დღეს უკვე აღარავინ გეგმავს თავის ცხოვრებას, რაღაც მოვლენის პირდაპირი რეპორტაჟის მიხედვით, რადგან დღეს ყველაფრის ნახვა ჩანაწერშია შესაძლებელი. მეტიც, გულშემატკივართა 68 პროცენტი უკვე ჩანაწერსაც არ უყურებს და მხოლოდ შედეგებით ინტერესდება, რისთვისაც სულ რამდენიმე წამი სჭირდება. მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული კვლევები აჩვენებს,რომ 18-დან 32 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში 83 პროცენტს თავად პროცესი არც აინტერსებს და მხოლოდ შედეგით ინტერესდება“ – ექსპერტები ამბობენ, რომ გამონაკლისს ფორმულა 1, სუპერბოული და დიდი ბრიტანეთის სამეფო ქორწილები წარმოადგენენ.

რეკლამის სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ მსხვილმა კომპანიებმა საკუთარი სარეკლამო ნაკადები სოციალური ქსელების და ციფრული პლატფორმებისკენ უფრო ინტენსიურად უნდა მიმართონ.

მას მერე, რაც 2007 წელს „ეფლმა“ თავისი პირველი სმარტფონი გამოუშვა, რომელსაც ინტერნეტში პირდაპირი გასვლა ჰქონდა, ტექნოლოგიები დაუჯერებელი ტემპებით ვითარდება, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კი მხოლოდ 2019 წელს შექმნა თავის

სტრუქტურაში ციფრული ჩართულობის დეპარტამენტი.

ამ ჯგუფმა ტოკიოს ოლიმპიადისთვის რამდენიმე აპლიკაცია მოამზადა და ვირტუალური ფან-ზონაც შექმნა, სადაც მთელი მსოფლიოს გულშემატკივრებს ერთმანეთთან ურთიერთობა შეუძლიათ და ასევე ათასგვარ ვიქტორინებსაც სთავაზობენ, რომლებიც ოლიმპიზმის ისტორიის ცოდნაზეა აგებული.

ცხოვრებასთან ასეთი ჩამორჩენით, საერთოდ როგორ ახერხებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი პარტინიორების და სპონსორენის შენარჩუნებას? – კითხულობს იანს მონსი.

გაგრძლება იქნება