No description available.ფლორენტინო პერესი ისევ „რეალის“ პრეზიდენტია #1TVSPORT - 1TVმადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ აპირებს სარჩელის შეტანას ლა ლიგის პრეზიდენტ ხავიერ ტაბასის და საინვესტიციო ფონდ CVC-ის წინააღმდეგ.

„ჩვენ მივმართავთ ყველა სახის იურიდიულ ძალისხმევას, რათა ლა ლიგის ასამბლეასა და CVC-ს შორის გაფორმებული ყველა გარიგება ბათილად იქნას ცნობილი“, – წერია „რეალის“ განცხადებაში.

ხსენებული საინვესტიციო ფონდის სათაო ოფისი ლუქსემბურგში მდებარეობს. ლიგის ხელმძღვანელობამ CVC-სთან მიაღწია წინასწარ შეთანხმებას კომერციული უფლებების 10%-ს 2,7 მილიარდ ევროდ მიყიდვის შესახებ.

გარიგება არ ეხება ტელეუფლებებს, რომლებიც ლა ლიგის განკარგულებაში რჩება. თუკი ასამბლეა გარიგებას დაადასტურებს, „რეალს“ მნიშვნელოვნად გაურთულდება ევროპის სუპერლიგის იდეის ხორცშესხმა.

ასამბლეის სხდომა 12 აგვისტოს არის დანიშნული და თუ ტებასმა თავისი გაიტანა, ფლორენტინო პერესი მთელი ფრონტით შეუტევს ლიგას.

არადა, სულ ცოტა ხნის წინ მხარეები რევერანსებს არ იშურებდნენ. ლა ლიგის ბოსმა ისიც კი თქვა, მადრიდის „რეალი“ მსოფლიო მასშტაბის მაგალითად გამოდგება, როგორ უნდა ფუნქციონირებდეს კლუბი პანდემიის და ფინანსური კრიზისის პირობებშიო.

როგორც ჩანს, კატამ ამის შემდეგღა გაირბინა.