არგენტინელი ფენომენის ბარსელონური ეპოქა ცრემლებით და სამუდამო სიყვარულის მტკიცებით დასრულდა. რაღაც უცხო განცდა დაგვეუფლა. ამ ცრემლებამდე მაინც გვჯეროდა, რომ საწაული მოხდებოდა. ეს ჩვენ და აბა, წარმოიდგინეთ ახალგაზრდა თაობა, რომელსაც მესი და „ბარსელონა“ ცალ-ცალკე არც უნახავს.

WATCH: Lionel Messi returns to Barcelona - Barca Blaugranesლეოს წასვლით გადაიფარა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა: გასული სეზონის დასრულებასთან ერთად მესიმ გადალახა მილიარდ დოლარიანი ბარიერი – ის გახდა მეოთხე სპორტსმენი, ვინც მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. ფეხბურთელთა შორის კი სულაც მეორე – ლეოს ამ „კლუბში“ კრიშტიანუ რონალდუმ შეასწრო, თუმცა ისიც ვთქვათ, რომ პორტუგალიელმა პროფესიონალის კარიერა სამი წლით ადრე დაიწყო.

ინფორმაციისთვის: პირველი ორი მილიარდერ სპორტსმენთა შორის მეგოლფე ტაიგერ ვუდსი და მოკრივე ფლოიდ მეივეზერი არიან.

ნელ-ნელა მთავარ სათქმელსაც მივადექით: როგორ და რატომ უნდა მივიდეს საქმე იქამდე, რომ მილიარდერმა მის აღმზრდელ, კარიერაში ერთადერთ და დღესაც თანამშრომლობის მსურველ გუნდში ვერ ითამაშოს? მხოლოდ ითამაშოს კი არა – ვალების ჭაობიდან ამოსვლაში დაეხმაროს. მესის გარეშე „ბარსელონას“ უსაშველოდ გაუჭირდება ამის გაკეთება…

ერთი წამით გავხდეთ იდეალისტები და წარმოვიდგინოთ რა მოხდებოდა, ლეოს რომ ეთქვა, „ბარსას“ წინაშე ვალში ვარ და დამდეგ სეზონში სიმბოლურ 1 ევროდ ვითამაშებო. მერწმუნეთ, ამით ლეო და მისი გარემოცვა მშიერი არ დარჩებოდა და არც მუთაქებიდან დასჭირდებოდათ შავი დღისთვის გადადებული ფულის ამოღება.

How on earth have they got themselves in to this predicament?' - Messi's Barcelona exit shocks football | Goal.comთანაც მხოლოდ ფეხბურთელის ხელფასი მოაკლდებოდა, თორემ მსოფლიოს ხრაშუნა კარტოფილის ჭამა ჯერ არ შეუწყვეტია და არც გამაგრილებელ სასმელებზე უთქვამს უარი – როგორღაც რეკლამებიდან შემოსული ფულითაც გაიტანდა თავს.

მეტსაც გეტყვით: ეს იქნებოდა ფანტასტიური პიარსვლა, რომლის კონვერტაციაც ბევრ მილიონ ევროში ტექნიკის საქმეა.

კმარა იდეალისტობა. თავის დროზე ალალად თქვა ამ ბიჭმა, მე ფეხბურთით სიამოვნებას ვიღებ და არც ვიცი, რა ქონება მაქვს, ჩემ ფულს სხვები ითვლიანო. ის „სხვები“ ვერ დაუშვებდნენ თუნდაც „ბარსასთვის“ გამონაკლისს. სასწორზე წლიური 40 მოლიონი ევრო იდო.

ყველა ვერ იქნება მანე გარინჩა…

აქამდე ლეო „ბარსელონაში“ ფეხბურთით სიამოვნებას იღებდა.

ახლა კი, როგორც ამბობენ, პარიზში კაი ფულიანი სამსახური იშოვა.

I wanted to stay': Lionel Messi tearful at Barcelona exit as PSG move looms | Lionel Messi | The Guardian