კანადის დედაქალაქ ტორონტოში საჩოგბურთო ტურნირი დაიწყო, რომლის საპრიზო ფონდი 2.850.975 დოლარი არის.
იქვეა ნიკოლოზ ბასილაშვილი (N 41 მსოფლიო რეიტინგში), რომელსაც პირველ წრეში მეტოქედ ამერიკელი ჯენსონ ბრუკსი ჰყავდა. მიუხედავად თავდაპირველი ჩამორჩენისა, მატჩი მაინც ჩვენიანის გამარჯვებით დამთავრდა – 2:6, 6:0, 6:4.
მატჩი საათი და 52 წუთი გაგრძელდა. პირველ სეტში ნიკოლოზმა სამჯერ წააგო საკუთარი ჩაწოდება, თუმცა მეორე სეტში სულ რაღაც 22 წუთი დასჭირდა ანგარიშის გასათანაბრებლად – 6:0.
მესამე სეტში ბასილაშვილმა გადამწვეტი ბრეიკი 4:4-ზე შეასრულა საქმე ბოლომდე მიიყვანა.
მეთექვსმეტედფინალში ნიკას მეტოქე ავსტრალიელი ალექს დე მინაური იქნება, რომელიც რეიტინგის მე-18 ჩოგანია.