მესი „პარი სენ ჟერმენში“ ითამაშებს! ფეხბურთელმა და მისმა მრჩეველებმა ფრანგულ კლუბთან შეთანხმებას მიაღწიეს. კონტრაქტში ლაპარაკია ორ უეჭველ და კიდევ ერთ წელიწადზე, რომლის ამბავიც დროთა განმავლობაში გაირკვევა.
არგენტინის ნაკრების კაპიტანი დღეს პარიზში სამედიცინო შემოწმებას გადის, ხვალ კი მისი ოფიციალური წარდგინება შედგება.
„პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასირ ალ ხელაიფიმ მესის გადასაბირებლად საოცრად ოპერატიულად იმოქმედა და „ბარსელონას“ ახლა უკვე ყოფილ ვარსკვლავს კონტრაქტზე ხელი მოაწერინა.
ახლა, მთელი მსოფლიოს მედია იმას განიხილავს, თუ ვინ დახვდება მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელს „პარკ დე პრენსზე“. აქ, ლაპარაკი არ არის მარტო სერხიო რამოსზე, რომელსაც მესი იცნობს როგორც მეტოქეს. აქ, ლაპარაკია მის მეგობარსა და ყოფილ თანაგუნდელ ნეიმარზე და არგენტინელებზე, რომელთა შორის უპირველეს ყოვლისა ალბათ მაინც მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო უნდა ვახსენოთ.
პოჩეტინოს გარდა „პარი სენ ჟერმენში“ არიან ლეო პარედესი და ანხელ დი მარია.
ამრიგად, „პარი სენ ჟერმენმა“ მსოფლიოში უძლიერესი შემადგენლობა შეკრიბა. მის თავდასხმაში ითამაშებენ მესი, ნეიმარი და კილიან მპბაპე.
შეგახსენებთ, რომ მარტო ამ ზაფხულს პარიზელებმა დაიმატეს სერხიო რამოსი, მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, ჰაკიმ აშრაფი, ანხელ დი მარია და ჟორჟინიო ვინალდუმი.