რუსულ მედიაში ლამის პანიკაა: მათი გუნდის ერთადერთ წარმომადგენელს კარატეში კოვიდი დაუდასტურდა და მწვრთნელებთან ერთად უკვე გამოამგზავრეს სამშობლოში.
ანა ჩერნიშოვას ვირუსი მხოლოდ ტოკიოში გამოაჩნდა, საპანიკო კი რუსებს ის აქვთ, რომ მასთან ერთად იაპონიაში რუსი თავისუფალი მოჭიდავეებისა და მხატვრული ტანმოვარჯიშეების გუნდები გაფრინდნენ.
სხვისი ცუდი როგორ უნდა გესიამოვნოს, მაგრამ ორივე ამ სახეობის წარმომადგენლებს ორ-ორჯერ გატესტავენ (სავალდებულო და საკონტროლო) და საკმარისია, ვინმეს კიდევ აღმოუჩინონ, გუნდებს მოხსნა დაემუქრებათ.
მოგეხსენებათ, რა ძალაა რუსეთი თავისუფალ ჭიდაობაში და თუ მათ ვერ შეძლეს გამოსვლა, ძალთა თანაფარდობა ბევრ წონაში რადიკალურად შეიცვლება.