წაქცეულმა სირბილში მოიგო

Home აქეთურ-იქითური წაქცეულმა სირბილში მოიგო
წაქცეულმა სირბილში მოიგო

No description available.ქალთა შორის 1500 მეტრზე სირბილის საკვალიფიკაციო ეტაპზე კენიელი ედინა ჯებიტოკი მოულოდნელად დაეცა. მას კვალში ერთ-ერთი ფავორიტი, ეთიოპიური წარმოშობის ნიდერლანდელი სიფან ჰასანი ედგა, რომელმაც მეტოქეზე გადახტომა ვერ მოასწრო და ასევე დაეცა.

სიფან ჰასანს შეეძლო პროტესტი გამოეთქვა – ის ხომ დამნაშავე კი არა, მსხვერპლი იყო და ფინალში გადაიყვანდნენ.

ამის ნაცვლად ის წამოხტა და დაწინაურებულებს დაედევნა. დაედევნა რომელია – ფინიშზე პირველი იყო!

ფანტასტიკა ისაა, რომ ამ გარბენიდან 11 საათში ნიდერლანდელმა 5000 მეტრზე ოლიმპიური ოქრო მოიგო.

გადატყავებული მუხლები კი რამდენიმე დღეში მოშუშდება.