ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 67 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში რამაზ ზოიძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

ჩვენებური ნახევარფინალში ირანელ მოჰამედალი გერაის შეხვდა და ვერაფერი გააწყო – 1:6 დამარცხდა.

25 წლის ფალავანი მესამე ადგილისთვის ხვალ იჭიდავებს.

შეგახსენებთ, რომ ზოიძემ მერვედფინალში 2016 წლის ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი კუბელი ისმაელ ბორერო მოლინა (3:2), ხოლო მეოთხედფინალში ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელ აკერ ალ ობაიდი (10:0) დაამარცხა.

დღესვე 97 კგ წონით კატეგორიაში რეპეშაჟში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გიორგი მელია ჩაება, მაგრამ ალექს გერგო სიოკესთან 1:5 დამარცხდა და უმედლოდ დარჩა. ლაშა გობაძემ (87 კგ) კი მერვედფინალში უზბეკ რუსტემ ასაკალოვთან 5:6 წააგო. რადგან უკბეკმა სპორტსმენმა ფინალს ვერ უწია, ჩვენებურიც ბრძოლას გამოეთიშა.