გაირკვა ტოკიოს ოლიმპიადის ფეხბურთელთა ტურნირის ფინალისტთა ვინაობა: ბრაზილიამ და ესპანეთმა დიდი წვალებითა და ვაივაგლახით მექსიკა და იაპონია დაამარცხეს. შედეგად, 6 აგვისტოს, ბრინჯაოს მედლისთვის, მექსიკა იაპონიას შეხვდება, ხოლო 7 აგვისტოს, ბრაზილია და ესპანეთი ოქროს მედალს შეეცილებიან ერთმანეთს.
პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ბრაზილიამ და მექსიკამ საქმე პენალტებამდე მიიყვანეს. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი მექსიკელებმა, თითქოს ბრაზილიური ფეხბურთის დიდ ისტორიასა და უამრავ ტიტულს სცეს პატივი, დარტყმები ერთი მეორის მიყოლებით არნახულად ცუდად შეასრულეს და ულაპარაკოდ წააგეს.
ესპანელებმა, რომლებიც ბურთს იცოცხლე, ფლობდნენ, მაგრამ შეტევაში სერიოზულად აკლდათ ფანტაზია, ოლიმპიადის მასპინძლებს იმდენი პატივი არ სცეს, გამარჯვებული პენალტებით რომ გაერკვიათ და 115-ე წუთზე, „რეალის“ თავდამსხმელმა მარკო ასენსიომ საჯარიმო მოედნის მარჯვენა მხრიდან შორეულ კუთხეში მოჭრილი დარტყმით შეგდო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები16/07/2026 | 09:25ინგლისელი ვეტერანები ტუხელის წინააღმდეგ
მთავარი ამბავი16/07/2026 | 07:53მესი ფინალშია!
მთავარი ამბავი15/07/2026 | 10:32ლუის დე ლა ფუნტე: ფინალიც სიამოვნებისთვის არსებობს
სიახლეები15/07/2026 | 08:52დეშამი: მარცხი უპირველეს ყოვლისა ჩვენი ბრალია და მხოლოდ შემდეგ მეტოქის
