შვეიცარიაში, უეფას შტაბ-ბინაში კონფერენციის ლიგის ფლეი ოფის წილისყრა გაიმართა. შედეგად, გაირკვა ბათუმის „დინამოს“ სავარაუდო მეტოქე.

თუმცა, მანამდე თურქული „სივასპორია“ დასაძლევი, რომელსაც „დინამო“ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე 5 და 12 აგვისტოს შეხვდება.

ქართულ – თურქული კლუბების ორრაუნდიან დაპირისპირებაში უკეთესი, ბულგარულ „ლოკომოტივსა“ და დანიურ „კოპენჰაგენს“ შორის გამარჯვებულის მეტოქე იქნება. მატჩები 19 და 26 აგვისტოს გაიმართება.

See the source image