Real Madrid Unveil New Signing David Alabaრაც დრო გადის, სულ უფრო საეჭვო და არადამაჯერებელი მოჩანს მადრიდის „რეალში“ დავიდ ალაბას ვითომდა უფასოდ გადასვლის ისტორია.
როგორც აღმოჩნდა, 5 წლის განმავლობაში (ამდენხნიანია კონტრაქტი) ალაბა 126,5 მილიონ ევროს მიიღებს. დაუმატეთ ამას კონტრაქტზე ხელმოწერისთვის გადახდილი პრემია 17,7 მილიონის ოდენობით. გამოდის, რომ მხოლოდ წლეულს მადრიდელებს ახალწვეული 37,17 მილიონი დაუჯდებათ. ანუ დახლოებით იმდენი, რამდენიც სერხიო რამოსზე იყო საჭირო.
გუნდიდან მეორე ცენტრალური მცველიც წავიდა, მაგრამ რაფაელ ვარანის ტრანსფერი ალაბას მხოლოდ ერთი წლის ხელფასს უდრის.
ვერც იმას ვიტყვით, რომ „რეალი“ მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა.
კი ბატონო, რამოსი 35 წლისაა, მაგრამ სულ ორწლიან კონტრაქტს ითხოვდა, ვარანი კი 28-ისაა. ამ დროს ალაბაც სულ არ არის პატარა ბიჭი – 29 წლისა მოიყარა.
გავიხსენოთ, რომ „რეალს“ „ნაპოლიდან“30 წლის კულიბალის გადაბირებაც სურს და ვითარება კიდევ უფრო გაურკვეველი ხდება.
რას ემსახურება სატრანსფერო პოლიტიკა, თუ მოგებული ვერც ფინანსურად რჩები და არც გრძელვადიანი პერსპექტივის კვალი ჩანს?
ჯერჯერობით კითხვები პასუხებზე გაცილებით მეტია.
იმედია, ფლორენტინო პერესმა მაინც იცის.