რა გინდა რომ ქნა? ტურნირის ორგანიზატორებმა ძიუდოს მეოთხედფინალების ბლოკი დაგვიბლოკეს, ძალიან გაიწელა დროშიო. ვერც გაამტყუნებ.

„ოქროს ქულის“ წესი ვაჟთა ლამის ყველა ორთაბრძოლაში გამოიყენება. ბრძოლები 8-10 წუთს გრძელდება და ხშირ შემთხვევაში უქულო-უილეთო-უინტერესო ბღლარძუნი გამოდის.

Olympic champ Momiji Nishiya, 13, shows in skateboarding, the younger the better | Olympics News,The Indian Expressჰოდა, უკმაყოფილოა ტელემაყურებელი, შესაბამისად კი სპონსორები და სარეკლამო კომპანიები. იწელება საეთერო დრო. დრო ფულია, მუსიკას კი, როგორც ყველგან, ოლიმპიადაზეც ფულიანი ბიძები უკვეთავენ.

გგონიათ, სოკ-ის აღმასკომი დამოუკიდებლად წყვეტს, რომ ჭიდაობის სახეობები ფაქტობრივად „ლაფატკაზეა“ შემოდებული?

და რა უნდა ვქნათ, ერთ მშვენიერ დღეს მართლა რომ ამოიღებენ პროგრამიდან?

ახლა კენჭების სროლას არ დავიწყებ სპორტის სამინისტროს და ოლიმპიური კომიტეტის ბოსტნებში – ოლიმპიადას ომობანა არ უხდება, მაგრამ დაფიქრება გვმართებს.

აგერ, დაფიქრდნენ იაპონელები და როგორც კი სკეიტბორდინგი ოლიმპიური სახეობა გახდა, 7-10 წლის გოგო-ბიჭები შემოიკრიბეს. შედეგი?

გუშინ 13 წლის გოგონა მომიძი ნიშია ჩემპიონი გახდა, მისი თანატოლი ბრაზილიელი რაისა ლეალი მეორე იყო, კიდევ ერთმა იაპონელმა ფუნა ნაკაიამამ კი ბრინჯაოს მედალთან ერთად 16 წლის ასაკში „მოხუცის“ ტიტულიც ირგუნა.

სრული პოდიუმი 42 (!) წლისა იყო.

აი, ასე, ოპერატიულად ვინც მოქმედებს ის იგებს.

წილი
წინა სტატიადღე 4: მადიევმა მედალს გახედა
შემდეგი სტატიაბოატენგი ანდალუსიას უმიზნებს
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".