26 ივლისს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედალთან ახლას იყო ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი (57კგ.), რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში იაპონელ ცუკასა იოშიდას დაეჭიდა. მასპინძელმა ჩვენებურს ორი გდება გაუკეთა და სუფთა გამარჯვება მოიპოვა.
მანამდე 21 წლის ლიპარტელიანმა აფრიკის ჩემპიონი ანგოლელი დიასონემა მუკუნგუი იპონით დაამარცხა, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი ტერეზა შტოლი დაამარცხა, მეოთხედფინალში ფრანგ სარა კისიკესთან დამატებით დროში წააგო. რის შემდეგ რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ტატამზე პოლონელი იულია კოვალჩუკი გააკრა.
პირველივე წრის შეხვედრების შემდეგ ტურნირს მიღმა დარჩა ორი ქართველი მოკრივე:
სახილ ალახვერდოვი ჩინელ იანჰუან ჰუს დაუპირისპირდა და სამრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით 0:5 წააგო და ოლიმპიადას გამოეთიშა.
გიორგი ხარაბაძე (75კგ) კი, ჩვენებური რინგზე უზბეკი ფანატ კახრამონოვის წინააღმდეგ გავიდა. პირველ რაუნდის შემდეგ მსაჯებმა უპირატესობა უზბეკ სპორტსმენს მისცეს, მეორე რაუნდში კი, ხარაბაძემ სიტუაცია ოდნავ გამოასწორა, მაგრამ მეტოქის დარტყმა გაეპარა, ტრავმა მიიღო და მსაჯმა ბრძოლა უზბეკი სპორტსმენის სასარგებლოდ შეწყვიტა.