„რაგბი ევროპამ“ საკლუბო ტურნირი დააანონსა, სახელწოდებით „რაგბი ევროპის სუპერთასი“.

შეჯიბრებაში 6 ფრენჩაიზი და ორი რუსული კლუბი მონაწილეობას მიიღებს. 8 მონაწილე ორ ჯგუფად გაიყოფა – დასავლეთ და აღმოსავლეთ დივიზიონებად და ამ უკანასკნელში  ისრაელის „თელ ავივ ჰიპთან“, კრასნოიარსკის „ენისეისა“ და „ლოკომოტივ-პენზასთან“ ერთად მონაწილეობას ახლახან შექმნილი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი „შავი ლომიც“ მიიღებს.

No description available.ჯგუფური ეტაპი ორ წრედ გაიმართება, სტარტს 18 სექტემბერს აიღებს და 12 დეკემბერს დასრულდება. ჯგუფების ორ-ორი მოწინავე ნახევარფინალში გავა, ხოლო მაისში ფინალი ჯგუფურ ეტაპზე უკეთესი მაჩვენებლის მქონე გუნდის მოედანზე შედგება.

ახლა „შავი ლომის“ შესახებაც: ესაა პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზი, რომელიც ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდის ფუნქციასაც შეითავსებს, ხოლო მის მიერ დაკონტრაქტებულ მორაგბეებს შეეძლებათ თავისუფალ დროს დაეხმარონ თავიანთ კლუბებს დიდი 10-იდან.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ამ გუნდის ღირსებას არა მხოლოდ ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე მოთამაშეები დაიცავენ. იგივე, ნიკა ხატიაშვილი აშშ-დან დაბრუნდა, შალვა მამუკაშვილი და ლაშა ჯაიანი – ინგლისიდან, ნიკო აფციაური – რუსეთიდან, დავით გიგაური – საფრანგეთიდან. ბირჯღალოსანთა კაპიტანი მერაბ შარიქაძე კი ფრანგული „ორიაკიდან“ წამოსვლის შემდეგ ორი წელი უკლუბოდ იყო…

„შავი ლომის“ სრული შემადგენლობა ასეთია

ბურჯები: მიხეილ ორაგველიძე, გოგა ქადარია, ნიკოლოზ ხატიაშვილი, დავით ლაზვიაშვილი, გიორგი პერტაია, ნიკა პატარაია.

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი, გიორგი ხუროშვილი, თენგიზ ზამთარაძე.

მეორეხაზელები: ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ჯაიანი, მიხეილ ბაბუნაშვილი, იოსებ გუშარაშვილი, დავით გიგაური.

მესამეხაზელები: გიორგი თხილაიშვილი, ნიკო აფციაური, ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, თორნიკე აქუბარდია.

9 ნომრები: თენგიზ პერანიძე, გიორგი ბეგაძე.

მგეზავები: გიორგი ბაბუნაშვილი, დავით მოძღვრიშვილი.

შუამარბები: მერაბ შარიქაძე, დემურ თაფლაძე, ლაშა ლომიძე, გურამ ქანდაურაშვილი.

გარემარბები: აკაკი ტაბუცაძე, სანდრო სვანიძე, სანდრო თოდუა, ოთარ ლაშხი, მირიან მოდებაძე.

ფულბექები: სოსო მათიაშვილი, ლაშა ხმალაძე.