Harry Kane and Son Heung-min run riot to lift the gloom at Tottenham Hotspur | Sport | The Timesლონდონის „ტოტენჰემის“ პრეს-სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ კლუბმა საკუთარი თავდასხმის ლიდერთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

პირველად, ალბათ, ჰარი კეინის გვარმა და სახელმა გაგირბინათ გონებაში, მაგრამ ჰარი ამიერიდან „სიტის“ მეტოქეთა კარში გიტანს. სადღეისოდ „დეზების“ მთავარი დამრტყმელი ძალა კი სამხრეთ კორეელი სონ ხინ-მინია.

29 წლის შემტევი ნახევარმცველი (როცა საჭიროა, ფორვარდიც) ჯერ „ლევერკუზენში“ თამაშობდა, მერე „ჰამბურგში“ და 2015 წელს გადბარგდა „ტოტენჰემში“.

მის კონტრაქტს 2022 წელს გასდიოდა ვადა. კლუბის ბოსებმა იფიქრეს, ბევრი სხვა ვარსკვლავივით თავისუფალ აგენტად არ გაგვეპაროსო და ახალ ხელშეკრულებაში დაშლა-არმოშლის ვადად 2025 წლის ივნისი დათქვეს.

2015 წლის შემდეგ სონ ხინ-მინმა პრემიერლიგის 193 შეხვედრაში 69 გოლი გაიტანა, შარშანდელი მონაგარი კი ყველა ტურნირის ჯამში 17 გოლია.