ტოკიოს XXXII-ე ოლიმპიურ თამაშებზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა 1/32 ფინალში ესპანელი რობერტო კარბალეს ბაენა 6:3, 6:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ქართველი ჩოგბურთელი მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერებლად გამოიყურებოდა და, უნდა ითქვას, რომ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.
პირველ სეტში ბასილაშვილი 5:1 დაწინაურდა, შემდეგ ესპანელს ზედიზედ ორი გეიმი დაუთმო, მაგრამ მეტის უფლება არ მისცა და 6:3 მოუგო.
მეორე სეტიც ნიკოლოზის ბრეიკით დაიწყო, რასაც მეშვიდე გეიმში კიდევ ერთი მიაყოლა, და საბოლოოდ 6:2 იმარჯვა.
ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე იაპონელ ტარო დანიელსა და იტალიელ ლორენცო სონეგოს შორის გაირკვევა.