ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასული დღეღამის განმავლობაში დადებითი ტესტი კორონავირუსზე ჩააბარა კიდევ 19-მა ადამიანმა იმათგან, ვინც ამა თუ იმ ფორმით დაკავებულია ოლიმპიადაზე.
ამ 19-დან 3 ოლიმპიურ სოფელში მაცხოვრებელი სპორტსმენია. სულ ოლიმპიადაზე უკვე დაფიქსირდა კოვიდის 110 შემთხვევა.
ამის ფონზე ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარი თქვა გვინეის ნაკრებმა.
არ შველის ორგკომიტეტს მიღებული არაორდინალარული გადაწყვეტილებები. მუყაოსგან დამზადებული „ანტისექსი“ საწოლები (ორ ადამიანს ვერ უძლებს) საყოველთაო შაყირის საბაბი გახდა.
ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე ალკოჰოლის მიღება ნებადართულია მხოლოდ საკუთარ ნომერში და მარტო.
მოკლედ, ჯერჯერობით კოვიდი ტოკიო 2020-ს აშკარა ფავორიტია.