No description available.თბილისიდან მოსკოვის „დინამოში“ გადასული 18 წლის ლუკა გაგნიძე რუსებმა ურალში გააუშვეს, ადგილობრივ კლუბში გაანათხოვრეს. გაგნიძის მიმართ ინტერესი სხვა ქვეყნებიდანაც იყო, თუმც საბოლოოდ არჩევანი სწორედ ეკატერინბურგში შეჩერდა, მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნებაო.

წინა სეზონში „ურალი“ რუსულ პრემიერლიგაში მე-12 ადგილზე გავიდა. ეკატერინბურგელთა მთავარი მწვრთნელია 54 წლის იური მატვეევია. გუნდის ღირსებას იცავენ პოლონელი, რუმინელი, უკრაინელი, კოსოვოელი და ხორვატი ლეგიონერები. ჩვენიანი ამ კლუბში ერთ სეზონს გაჩერდება, ცხადია, კლუბებმა გაგრძელებაზე თუ არ მოილაპარაკეს.

შეგახსენებთ, გაგნიძე თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. წლევანდელ სეზონში ის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა.