თბილისიდან მოსკოვის „დინამოში“ გადასული 18 წლის ლუკა გაგნიძე რუსებმა ურალში გააუშვეს, ადგილობრივ კლუბში გაანათხოვრეს. გაგნიძის მიმართ ინტერესი სხვა ქვეყნებიდანაც იყო, თუმც საბოლოოდ არჩევანი სწორედ ეკატერინბურგში შეჩერდა, მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნებაო.
წინა სეზონში „ურალი“ რუსულ პრემიერლიგაში მე-12 ადგილზე გავიდა. ეკატერინბურგელთა მთავარი მწვრთნელია 54 წლის იური მატვეევია. გუნდის ღირსებას იცავენ პოლონელი, რუმინელი, უკრაინელი, კოსოვოელი და ხორვატი ლეგიონერები. ჩვენიანი ამ კლუბში ერთ სეზონს გაჩერდება, ცხადია, კლუბებმა გაგრძელებაზე თუ არ მოილაპარაკეს.
შეგახსენებთ, გაგნიძე თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. წლევანდელ სეზონში ის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
სიახლეები27/05/2026 | 22:32ამჯერად უკვე 21…
