იტლიური „სასუოლოს“ ნახევარმცველი მანუელ ლოკატელი, ფაქტობრივად, უკვე „იუვენტუსის“ წევრია.
23 წლის ფეხბურთელმა უკვე შეათანხმა კლუბთან კონტრაქტი, რომელიც 2026 წლის ივნისამდე იქნება ძალაში. ახლა ჯერი კლუბებზეა. მათი წარმომადგენლები ამ კვირაში დასხდებიან მაგიდასთან და შეეცდებიან, ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი შეათანხმონ.
ანალიტიკოსთა აზრით, საუბარია დაახლოებით 35 მილიონ ევროზე. ლოკატელის გული ყოველთვის „ბებერი სინიორასკენ“ მიუწევდა. ამიტომ იყო, „არსენალის“ და „დორტმუნდის“ წინადადებების განხილვაზე დროც რომ არ დაკარგა.
ლოკატელიმ „სასუოლოში“ ბოლო 3 სეზონი ითამაშა. 99 შეხვედრაში 7 გოლი და 11 საგოლე პასი – ასეთია მისი მონაგარი თუ არ ჩავთვლით ტრიუმფალურ ევროპის ჩემპიონატს, სადაც ნაკრების მაისური 5-ჯერ მოირგო.