See the source imageნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირზე პირველი მატჩი მეოთხედფინალში გამართა და იქვე დაასრულა. ჩვენებურის მეტოქე სერბ ლასლო ჯერე გახლდათ. ნიკოლოზმა სუსტად ითამაშა და 2:6; 2:6 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებური მეოთხედფინალში ისე გავიდა, რომ ერთი მატჩიც არ ჩაეტარებინა: პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი, მეტოქე, არგენტინელი ბაეზი კორონავირუსის გამო არ გამოუცხადდა.

ჯერესთან მატჩი საათი და 4 წუთი გაგრძელდა. ბასილაშვილმა ორივე სეტში ორჯერ დათმო საკუთარი მოწოდება და მეტოქეს გამარჯვება იოლად დაუთმო.

არადა, ბასილაშვილს ჰამბურგის კორტები კარგად ჰქონდა დაცდილი და ორჯერ, 2018 და 2019 წლებში იჩემპიონა კიდეც.