არიენ რობენმა სოციალური ქსელების მეშვეობით გაავრცელა განცხადება, რომ ფეხბურთიდან მიდის.
მსგავსი განცხადება ორი წლის წინაც გააკეთა, მაგრამ თავის პირველ კლუბს ვერ უღალატა და პსვ – „ჩელსი“ – „რეალი“ – „ბაიერნის“ გავლით ჰოლანდიური მასშტაბებითაც კი მეტისმეტად მოკრძალებულ „გრონინგენში“ დაბრუნდა.
გადაღლილმა ორგანიზმმა ბევრჯერ თამაშის საშუალება არ მისცა (სულ – 6), მაგრამ თანაგუნდელებმა და ქომაგებმა იცოდნენ, რომ ყოვლისშემძლე არიენი მათი გუნდის წევრია და ესეც საკმარისი იყო.
… ახლა კი მართლა წავიდა.
37 – დან 19 წელიწადი ტოპ-კლუბებს ემსახურა და აღარა კმარა?!
სხვათა შორის, ერთ-ერთი პირველი რობენის განცხადებას მადრიდის „რეალი“ გამოეხმაურა:
„გილოცავთ, რომ თქვენი ბრწყინვალე კარიერა შედგა, მადლობა, რომ ჩვენი ოჯახის წევრიც იყავით და ახლა კი ისიამოვნეთ დასვენების ყველა დღით“.