No description available.უეფა და კონმებოლი (სამხრეთამერიკული ფეხბურთის კონფედერაცია) აწარმოებენ მოლაპარაკებას ახალი ტიტულის შემოღებასთან დაკავშირებით. საქმე ეხება საკონტინენტთაშორისო თასს, რომელიც აქამდე სულ 2-ჯერ გათამაშდა.

1985 წელს საფრანგეთის ნაკრებმა 2:0 მოუგო ურუგვაის, 1993 წელს კი არგენტინამ პენალტების სერიაში დაჯაბნა დანია (1:1, 5:4).

ჯერ უცნობია, აღდგება თუ არა ტიტული, მაგრამ პარალელურ მიდის მოლაპარაკება იტალიის და არგენტინის ფედერაციებს შორის, რომ გაიმართოს ამხანაგური მატჩი.

შეხვედრის სავარაუდო ადგილად ნეაპოლი დასახელდა, თავად მატჩი კი დიეგო მარადონას ხსოვნას მიეძღვნება.

არ არის გამორიცხული, ამ ჯერზე ფედერაციების და კონფედერაციების პროექტები გაერთიანდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, სანაკრებო გრაფიკი ისეთი გადატვირთულია, შეხვედრა მხოლოდ გაისად თუ შედგება.