See the source imageდონეცკის „შახტარი“ რომ დათანხმდა დანიურ „კოპენჰაგენს“ ქართველი ცენტრალური მცველის დავით ხოჭოლავას ტრანსფერზე, უკვე ცნობილი ამბავია.

სიახლე კი ფინანსური დეტალებია, რომელიც დღეს გასაჯაროვდა.

„კოპენჰაგენთან“ ხოჭოლავას კონტრაქტი 4-წლიანია. „შახტარი“ გარანტირებულ 2 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა ბონუსების სახით კიდევ 2 მილიონის იმედი აქვს.

შეგახსენებთ, დავით ხოჭოლავა დონეცკურ გუნდში 2017 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა და მას შემდეგ 83 თამაშში 3 გოლი გაიტანა.