საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგაში გოლების გატანას უხშირა.
ჩვენებურის „ულსანი“ 8 ივლისს ვიეტნამურ „ვიეტელს“ სამხრეთ კორეაში დაუხვდა და 3:0 მოუგო.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში სწორედ ყაზაიშვილმა გახსნა, რასაც მისმა თანაგუნდელებმა კიდევ ორი დაუმატეს.
ამ გამარჯვებით „ულსანი“ ჯგუფს 15 ქულით ლიდერობს და სამი ქულით უსწრებს მეორე ადგილოსან ტაილანდურ „პატუმ იუნაიტდს“, რომელსაც ბოლო ტურში სტუმრად ეთამაშება.
შეგახსენებთ, ყაზაიშვილმა პირველი გოლი მესამე ტურში ასევე ფილიპინურ „კაიას“ გაუტანა.