შვედეთის ნაკრებმა ევრო 2020-ის E ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მან აჯობა ესპანეთს, სლოვაკეთს და რობერტ ლევანდოვსკის პოლონეთს, მაგრამ მერვედფინალში, ბევრისთვის მოულოდნელად უკრაინასთან 1:2 დამარცხდა.
თუმცა, როგორც ქვემოთ შემოთავაზებული ვიდეოდან ჩანს, ხანდახან ჩემპიონატს რომ გამოეთიშები დიდი ბედნიერებაა. განსაკუთრებით, თუ შინ ასე გელიან.
ვიდეო „მანჩესტერ იუნაიტედისა” და შვედეთის ნაკრების მცველის ვიქტორ ლინდელოფის მეუღლემ მაია ნილსონმა გადაიღო და თავის ინსტაგრამზე დადო.