აზიის ჩემპიონთა ლიგაში მშვენივრად ირჯება ვაკო ყაზაიშვილის „ულსანი“.

კორეულმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ცხრა ქულით ლიდერობს.

ბოლო ტურში „ულსანმა“ ტაინლანდის „კაია“ სტუმრად 3:0 დაამარცხა და ამაში წვლილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმაც დაიდო – ვაკომ „ულსანის“ მესამე გოლი შეაგდო.

აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ეს ყაზაიშვილის პირველი გოლია.

მომდევნო ტურში ერთმანეთს ისევ „ულსანი“ და „კაია“ შეხვდებიან.

ამჯერად მასპინძელი კორეის გუნდი იქნება.