ნამდვილი კაპიტნები სწორედ ასე იქცევიან: უკრაინის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ანდრეი იარმოლენკომ გადაწყვიტა, ევროპის ჩემპიონატზე მიღებული ბონუს-თანხები ქველმოქმედებაზე დახარჯოს. ამის შესახებ საზოგადოებას მისმა აგენტმა ვადიმ შაბლიმ ამცნო: „ეს გადაწყვეტილება დიდი ხანია მომწიფდა. შეიქმნება გარკვეული ფონდი, რომელიც ავადმყოფ და უმწეო ბავშვებს დაეხმარება. მოხარულნი ვიქნებით, თუ სხვებიც მოგვბაძავენ“. სიკეთე გადამდებია.

See the source image