See the source imageდაახლოებით ისე გამოვიდა, როგორც კონკიას ზღაპარშია – დრო წუთ-წუთად გაიპარა და ზუსტად ღამის 12 საათზე ლეო მესი თავისუფალი აგენტი გახდა.

ძნელი სათქმელია, რამდენად იყო ეს ლეოს მამის მიზანი მოლაპარაკების პროცესში. ფაქტი ისაა, რომ ახლა ფეხბურთელს და მის შტაბს ლავირების მეტი შანსი აქვთ.

დღეს პირველი დღეა ბოლო 21 წლის განმავლობაში, როცა მესის და „ბარსას“ ოფიციალურად არაფერი აკავშირებთ.

რას იზამს ლეო? ივაჭრებს თუ უკვე მზა კონტრაქტზე დათანხმდება? თანხმობა თუ იყო, აქამდე რა უშლიდა ხელს გაფორმებას?

ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები და პარალელურად გავიღიმოთ – მესის მოსკოვის „სპარტაკი“ ეპატიჟება: „დროა, გადადგა ნაბიჯი წინ“!

წილი
წინა სტატიაელ კლასიკოს განრიგი ასეთია
შემდეგი სტატიაХай живе, Капітан!
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".