„ბარსელონამ“ ფაქტობრივად დაასრულა ლეო მესის ახალ კონტრაქტზე მუშაობა.

ორწლიანი ხელშეკრულება 30 ივნისამდე უნდა გაფორმდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ზუსტად ღამის 12 საათზე ლეო თავისუფალი აგენტი გახდება.

ჟოან ლაპორტას უნდოდა, ახალი კონტრაქტის შესახებ 24 ივნისს განეცხადებინა, როცა ლეო 34 წლის გახდა, მაგრამ პროცესის დასრულება ვერ მოესწრო…

თუმცა წინ კიდევ ერთი დაბადების დღეა. 29 ივნისს თავად ლაპორტას დღეობაა და მესიზე უკეთესი რა უნდა იჩუქოს?!

See the source image