ინგლისური პრესის ბოლო მონაცემებით, „მანჩესტერ იუნაიტედი” და „რეალი” ფრანგი მცვლის რაფაელ ვარანის თაობაზე შეთანხმდნენ. მაგალითად, „დეილი ექსპრესი” წერს, რომ კლუბებს შორის „ტოტალური შეთანხმებაა”. 28 წლის ვარსკვლავი მანჩესტერელთა თავკაცის ოლე გუნარ სულშერის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. ახლა, როდესაც საფრანგეთის ნაკრები ევრო 2020-ს გამოეთიშა, ვარანის საკითხი, სავარაუდოდ, მალე მოგვარდება. ვარანისა და „იუნაიტედის” ამბავს აგრეთვე ადასტურებს ესპანელი ჟურნალისტი [...]
ლაპორტა დაბდღეზე მესის იჩუქებს
„ბარსელონამ“ ფაქტობრივად დაასრულა ლეო მესის ახალ კონტრაქტზე მუშაობა. ორწლიანი ხელშეკრულება 30 ივნისამდე უნდა გაფორმდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ზუსტად ღამის 12 საათზე ლეო თავისუფალი აგენტი გახდება. ჟოან ლაპორტას უნდოდა, ახალი კონტრაქტის შესახებ 24 ივნისს განეცხადებინა, როცა ლეო 34 წლის გახდა, მაგრამ პროცესის დასრულება ვერ მოესწრო… თუმცა წინ კიდევ ერთი დაბადების დღეა. 29 ივნისს თავად ლაპორტას დღეობაა და [...]
ქარიმ ბენზემას ბრწყინვალება და მარცხი
ევრო 2020-ის მერვედფინალების ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია შვეიცარიის ნაკრების მიერ, ფავორიტის, საფრანგეთის დამარცხება და შეჯიბრებიდან გამოთიშვა იყო. ანგარიში შვეიცარიელმა ჰარის სტეფანოვიჩმა გახსნა, რის შემდეგაც მის თანაგუნდელებს ანგარიშის ორამდე გაზრდის შესაძლებლობა მიეცათ — საფრანგეთის ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა. ეს მეორე ტაიმში, 55-ე წუთზე მოხდა, მაგრამ რიკარდო როდრიგესმა ვერ გაიტანა, მისი დარტყმული უგო ლორისმა მოიგერია. ამას, საფრანგეთის ნაკრებისა [...]
გაიქცა, გოგო გაიქცა
ამერიკელი მძლეოსანი, 21 წლის სიდნი მაკლაფლინი გახდა პირველი ქალი, რომელმაც 400 მეტრი ბარიერებით დისტანცია 52 წამზე ნაკლებ დროში გაირბინა. ეს მოხდა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ეტაპზე, სადაც მაკლაფლინმა 51.90 წამში გაირბინა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ადრე რეკორდსმენი მისივე თანამემამულე, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, დალაილე მუჰამადი იყო, ვინაც 2019 წელს ამავე დისტანცია 52.16 [...]
ბელგია, იტალია, გერმანია
ბელგიის ნაკრებმა ევროპირველობის მერვედფინალში პორტუგალიას 1:0 მოუგო. შედეგად, მარტინესის ბიჭებს 14-მატჩიანი გამარჯვებათა სერია დაუგროვდათ. აქ ითვლება საკვალიფიკაციოს პლუს ფინალური ეტაპები. ბელგიელებმა ამ შედეგით ორი გუნდის, გერმანიისა და იტალიის ნაკრებების მიღწევა გაიმეორეს და თუ მეოთხედფილნალში იტალიას დაამარცხებენ, ერთპიროვნული რეკორდსმენები გახდებიან. ასევე აღსანიშნავია, რომ ბელგიელებს ბოლო 27 მატჩში 23 მოგება აქვს. ამასთან ზედიზედ 34 მატჩში გაიტანეს გოლი, [...]
ზომერმა მბაპეს ხრიკი მოუწყო
ეს აშკარად არ იყო კილიან მბაპეს ჩემპიონატი. მბაპე, რასაკვირველია, ბრწყინვალე ფეხბურთელია, რაც დეტალებში ევრო 2020-ზეც ჩანდა, მაგრამ მთლიანობაში, ამბიციებიდან გამომდინარე, ამ შეჯიბრებას რაც მალე დაივიწყებს, მით უკეთესი იქნება მისთვის. ფავორიტად შერაცხულმა საფრანგეთის ნაკრებმა მერვედფინალში შვეიცარიასთან წააგო და შინ გაემგზავრა. თამაშის ძირითადი დრო დასრულდა 3:3, პენალტებში კი მეხუთე, გადამწყვეტი დარტყმა მბაპემ ითავა. მისდა სამწუხაროდ, ბურთი „გლადბახის” [...]





