შეიძლება იყოს 1 ადამიანი, playing a sport, შენობაში და გამოკითხვა-(ი)ს გამოსახულებათბილისში მიმდინარე წყალბურთელა მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალში საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. დეიან სტანოიევიჩის გუნდი ამჯერად ამერიკასთან დამარცხდა – 9:13.

გადამწყვეტი გამოდგა დასაწყისი, რომელიც ჩვენებმა პირწმინდად დათმეს: პირველი მეოთხედი 1:3, ხოლო მეორე 2:5 წააგეს, რის შემდეგ სოლიდურად ჩამორჩნენ.

დიდი შესვენების შემდეგ საქართველომ კი მოიგო, მაგრამ დეფიციტი სოლიდური იყო და მისი აღმოფხვრა ამერიკელებთან, თითქმის შეუძლებელი.

მესამე მეოთხედში ჩვენებმა 3:2 იმარჯვეს, ხოლო ბოლო რვა წუთში გუნდებმა 3-3 გოლი გაიტანეს და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

მიუხედავად იმისა, რომ სხვა მატჩები ჯერ არ დასრულებულა, საქართველოს ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზე გავა და მეოთხედფინალში საბერძნეთთან შეხვდება.