როგორც IUSPORT იტყობინება, ცნობილი ესპანელი მსაჯი მატეუ ლაოსი ევრო 2020-დან გაუშვეს, მისთვის შეჯიბრება დასრულებულია.
უეფას გეგმის თანახმად, ნახევარფინალებისა და ფინალისთვის ევროპის ჩემპიონატს მსაჯთა მხოლოდ ოთხი ბრიგადა უნდა შემორჩეს, ასე რომ, არბიტრები თანდათანობით გაიცხრილებიან.
მატეუ ლაოსთან ერთად შინ გაუშვეს, შვედი ანდრეას ეკბერგი, პორტუგალიელი არტურ დიაში, ფრანგი კლემენტ ტურპენი, ებრაელი ორენ გრინფელდი და რუმინელი იშტვან კოვაჩი.
ვინაიდან ჩამოთვლილ მსაჯებს შორის ყველაზე პოპულარული 44 წლის ესპანელია, მასზე შევჩერდეთ. უფრო სწორედ მან დაიმსახურა ორიოდ სიტყვის თქმა, ვინაიდან ჯგუფურ ატაპზე სამივე ტურში იმსაჯა.
თავიდან, მატეუ ლაოსი გაუძღვა რუსეთისა და ბელგიის შეხვედრას, რომელიც ბელგიელებმა 3:0 მოიგეს. შემდეგ იყო ინგლისისა და შოტლანდიის უგოლო შეხვედრა (0:0) და ბოლოს პორტუგალია-საფრანგეთი (2:2), რომელშიც ლაოსმა რამდენიმე საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო.
მატეუ ლაოსის ევროპის ჩემპიონატიდან გაშვება იმას ნიშნავს, რომ ევრო 2016-გან განსხვავებით, ფინალს არ გაუძღვება არბიტრი, რომელმაც იმავე წელიწადს ჩემპიონთა ლიგის ფინალიც იმსაჯა.
ხუთი წლის წინ, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის ფინალები ინგლისელმა მარკ კლეტემბურგმა იმსაჯა.
ევრო 2020-დან, მსაჯების მეორე პარტიას ზეგ, ოთხშაბათს, 30 ივნისს გაუშვებენ.