ხვალ კოპენჰაგენში ევრო 2020-ს მერვედფინალში ხორვატია ესპანეთს დაეჯახება.
ამ უმნიშვნელოვანეს მატჩში თავის გუნდს ვერაფრით წაადგება ივან პერიშიჩი, რომელმაც კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარა.
არადა, მიმდინარე ტურნირზე პერიშიჩი ხორვატთა ლიდერთაგანი იყო.
32 წლის შემტევმა სამ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა.