შეიძლება იყოს 2 ადამიანი და მდგომარე ადამიანები-(ი)ს გამოსახულება
მამა-შვილი კიეზები

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში იტალიის ნაკრებმა დამტებით დროში 2:1 სძლია ავსტრიას.

იტალიელთა პირველი გოლი ფედერიკო კიეზამ გაიტანა.

შედეგად, ენრიკო და ფედერიკო კიეზები პირველი მამა-შვილი არიან, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე გოლები გაიტანეს.

ენრიკომ, 1996 წლის 14 ივნისს ლივერპულში, „ენფილდ როუდზე“ ჩეხეთს გაუტანა, მაგრამ ის თამაში იტალიამ 1:2 წააგო და ჯგუფიდან ვერ გავიდა.

ფედერიკომ კი ავსტრიას ლონდონში, „უემბლიზე“ შეუგდო და „სკუადრა აძურა“ მეოთხედფინალში გავიდა.

თუ დააკვირდით, მამა-შვილის გოლები ინგლისის სტადიონებზე გავიდა…