Six French fans confuse Budapest with Bucharest and miss Hungary-Franceსწავლა სიბერემდეო და, საფრანგეთის ნაკრების ექვსი გულშემატკივარი ევროპის გეოგრაფიის შესწავლას ახლა აპირებს.

საქმე ის არის, რომ ზემოთ ნახსენები ექვსეული 19 ივნისს საკუთარი ქვეყნის ნაკრების მხარდასაჭერად ბუქარესტში გაემგზავრა, მაშინ, როდესაც ფრანგებს თამაში ბუდაპეშტში ჰქონდათ.

ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ფრანგები ვერ მიხვდნენ სად იმყოფებოდნენ. არადა, გზად უკრაინელ გულშემატკივრებს შეუერთდნენ, რომლებიც ორი დღით ადრე ჩავიდნენ ბუქარესტში, სადაც ავსტრიასთან მატჩი იყო დაგეგმილი. ფრანგებმა ისინიც უნგრელებად მიიჩნიეს და უკან დაჰყვებოდნენ, რათა სტადიონის გზა გაეგოთ. თუმცა, ქუჩაში რამდენიმესაათიანი ხეტიალის შემდეგ მიხვდნენ, რომ იაღლიში მოუვიდათ.

ცხადია, ფრანგები უნგრეთთან თამაშს ვერ დაესწრნენ, მაგრამ რუმინეთიდან წასვლას აზრი აღარ ჰქონდა და ვლახების ეკონომიკა კარგადაც „ახეირეს“, რადგან მას შემდეგ ბუქარესტში იმყოფებიან და ახლა საფრანგეთი – შვეიცარიის მატჩს ელიან, რომელიც 28 ივნისს, მართლა ბუქარესტში  გაიმართება.

France fans miss Euro 2020 match vs. Hungary in Budapest by travelling to  Bucharest by mistake