See the source imageუეფამ ჯერ კიდევ 56 წლის წინ, 1965 წელს დაადგინა წესი, რომლის მიხედვით, სტუმრად გატანილ გოლს უპირატესობა ენიჭებოდა. ანუ, თუ ფლეი ოფის ორი მატჩის ჯამში ფრე დაფიქსირდებოდა, მომდევნო ეტაპზე ის გუნდი გადიოდა, რომელიც გასვლით მატჩში მეტ გოლს გაიტანდა.

ამ წესს ბოლოს ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა და როგორც ჩანს, უეფამაც შეატყო დისკომფორტი და 2021-2022 წლის უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებზე სტუმრად გატნილ გოლს უპირატესობა აღარ ექნება.

იმ შემთხვევაში, თუ ფლეი ოფში ორი მატჩის ჯამში ფრე დაფიქსირდება, გუნდები დამატებით 15-წუთიან ტაიმებს ითამაშებენ და თუ გამარჯვებული მაინც არ გამოვლინდება, პენალტების სერია დაინიშნება.

შედეგად, ქართულ კლუბებს – თბილისის „დინამო“, „ბათუმი“, გორის „დილა“ და „გაგრა“, რომლებიც წელს ჩემპიონთა და კონფერენციის ლიგაში ითამაშებენ – ახალ წესთან მოუწევთ შეგუება.